აბაშის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიები შენდება. ამბულატორიების მშენებლობები სექტემბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამბულატორიები საჭირო ტექნიკითა და შშმ პირთათვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. ამასთან, შესაძლებელი იქნება მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს.
ამბულატორიების მშენებლობები სექტემბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.
„პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჯამში 1 000 000 ლარით ფინანსდება.
ნორიოს, ნაესაკოვოს, მარნისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს.
]„ოსო“, სუჯუნის, კეთილარის, ონტოფოსა და გეზათის ადმინისტრაციულ ერთეულებში შ.პ.ს. „ჯი ემი. G-M”, სამიქაოსა და ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულებში კი შ.პ.ს. „ნიჯო 2001“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.