მარნეულის სოფელ ხიხანსა და შაუმიანში 30 წლის შემდეგ სარწყავი სისტემა ამუშავდება

714

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფელ ხიხანსა და შაუმიანში 30 წლის შემდეგ სარწყავი სისტემა ამუშავდება.

“სამუშაოები, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება სატუმბი სადგურების მშენებლობას, სადაწნეო მილსადენების, წყალგამანაწიებელი კვანძების, წყალშემკრებებისა და სხვა სამელიორაციო ნაგებობების მოწყობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიხანისა და შაუმიანის სარწავ არხებს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. პროექტის ღირებულება 3 659 900 ლარია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.