მტვრით დაფარული სახლები – ხელვაჩაურის მერია მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მეტად ბიზნეს ინტერესებზე ფიქრობს

683

საწარმო, საიდანაც გამოფრქვეული მტვერი მოქალაქეებს  საფრთხეს უქმნის. ბეტონის გადამამუშავებელი საამქრო ხელვაჩაურში მდებარეობს. ნებართვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ისე გასცა,  რომ არც იფიქრა, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს იქ მიმდინარე პროცესმა ხალხის ჯამრთელობაზე. არადა, გარემოს დამცველები და ექიმები რისკებზე ღიად საუბრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

მედიიც ცნობით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ზაური ბერიძის ყოველდღიურ საქმიანობად, ეზოს წინ, ცენტრალური გზის გადარეცხვა იქცა. მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე ბეტონის გადამუშავებითი სამუშაოებია.

ხელვაჩაურში, ჩელტა-ორთაბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე კომპანია ფოლათ იოლი სამეწარმეო საქმიანობას ახორცილებს და ბეტონს ამუშავებს. შედეგად, ჰაერში, დიდი რაოდენობით მტვერი იფრქვევა. ადგილობრივები საფრთხეებზე საუბრობენ.

იმის გამო რომ მოსახლეობამ ფოლათ იოლ-ის წარმოამდგენლებს პრეტენზიით რამდენჯერმე მიმართა,  კომპანიამ სამუშაოების წარმოება ღამით დაიწყო. აქ ამბობენ, რომ ჰაერისკვირაში რამდენჯერმე ბინძრდეა.

სამრეწველო მტვერი ადამინის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ექიმ ალერგოლოგის თქმით,  დაბიძნურებული ჰაერი ქრონიკულ ალერგიულ დაავადებებს იწვევს და  შესაძლოა ალერგიული რეაქციების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

აბინძურებს თუ არა მიმდინარე პროცესები გარემოს? კითხვაზე პასუხის გაცემას ახლა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ცდილობს. უწყებაში შეტყობინება გუშინ შევიდა.
გარემოს დამცველი კი კომპაანის მიერ კანონიოს დარღვევაზე საუბრობს. ეკოლოგიის ექსპერტი  იმ რეგულაციაზე ამხვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, მსგავსი ტიპის სამრეწველო საქმიანობა, დასახლებული პუნქტისგან მოშორებით უნდა ხდებოდეს.

ტერიტორი სადაც დროებითი ბეტონის გადამამუშავებელი საამქროა განთავსებული, სახელმწიფოს საკუთრებაა. კომპანიას სამუშაოების წარმოებისთვის ნებართვა ხელვაჩაურის მერიამ მისცა.
იმას, რასაც მოსახლეობა შეურიაღებელი თვალით ხედავს, ვერ ხედავს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. რომან პატარიძე მიზეზად შესაძლო ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს და ირწმუნება, რომ თუ მწარმოებლის მიერ ჰაერის დაბინძურება გამოიკვეთება, შესაბამის ღონისძიებებს მიმართავენ.

კომპანის დასახლებაში ბათუმის ჩქაროსნული გზის მშენბლობის პროექტს ახორციელებს.