კასპის სოფლების, მეტეხი – ქვემო გომის გზის მოასფალტება დასრულდა

1161

მეტეხი – ქვემო გომი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ მოასფალტდა 5,7 კილომეტრი გზის მონაკვეთი, მოეწყო რკინაბეტონის სანიაღვრე მონოლითური ღარები, ეზოებში შესასვლელები, მილხიდები, დაიხაზა გზა, მოეწყო საგზაო ნიშნები და ცინოლალპოლის ზღუდარები.

ახალი გზა ნათლისმცემლის ეკლესიამდე მიდის. იწყება მეტეხის ღვთისმშოლის ეკლესიიდან, გრძელდება მეტეხის საჯარო სკოლის,

მეტეხის დევნილთა დასახლების, ქვემო გომის ნათლისცემლის ეკლესიის, ქვემო გომის საჯარო სკოლის და საბავშო ბაღის წინა ტერიტორიები.

სოფელ ქვემო გომის დაზიანებული გზა, ადამიანებსა და ტრანსპორტს გადადგილების მუდმივ დისკომფორტს უქმნიდა, კეთილმოწყობილი გზა კი აღნიშნულ პრობლემას სრულად აღმოფხვრის – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

გზის მოასფალტების სამუშაოები, საქართველოს საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვბეულმა შპს „იბოლია“-მ და შპს „შარა“-მ შეარულეს., რომელზეც 2 962 869 ლარი დაიხარჯა.