გორში მერიის შენობის სარემონტო სამუშაოები იწყება

564

ქალაქის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე სარემონტო სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება.  ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, მესამე სართულზე შეიცვლება პარკეტი და იატაკი ლამინირებული გახდება. გარდა ამისა, ყველა სართულზე გარემონტდება დერეფნები, დამონტაჟდება განათების მოწყობილობები.

ხელშეკრულება შერჩეულ კომპანიასთან სავარაუდოდ 1 აგვისტოს დაიდება. კომპანია ვალდებულია სამუშაოები 45 დღეეში დაასრულოს.  განახლებული საოფისე ფართები ექსპლუატაციაში სექტემბრის ბოლოს შევა. შემდგომით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი.

გორის მოსახლეობა ახალ მერს აირჩევს.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი