დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, სკოლების რეაბილიტაციაზე დაფინანსება 13 მლნ ლარით იზრდება

912

წინა სტატია

დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე გათვალისწინებული ასიგნები 13 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ აღნიშნულია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის ცვლილებების თაობაზე პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა.

“დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, მიმდინარე წელს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტისთვის რესურსების განაწილება მათ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის.

ამ მიმართულებით გათვალისწინებული ასიგნებები იზრდება 13 მლნ ლარით და ჯამურად ამ პროგრამის ფარგლებში 2019 წელს დაიხარჯება 83.0 მლნ ლარი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე ასევე 80.0 მლნ ლარია გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ასიგნებებში,”- წერია განმარტებით ბარათში.

დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, მთავრობის N207 განკარგულების საფუძველზე მუნიციპალიტეტებს წელს დელეგირებით გადაეცათ დამატებითი  უფლებამოსილება – ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.