წელს საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობაში, კრედიტის დაფინანსების ნაწილის 143.9 მლნ ლარით შემცირება იგეგმება, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ნაწილის – 36.7 მლნ ლარით გაზრდა. ამის შესახებ აღნიშნულია 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განმარტებითი ბარათით.
საგზაო პროექტებში გამოთავისუფლებული რესურსით იზრდება:
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB) დაფინანსება 125,8 მლნ ლარით. მათ შორის კრედიტის ნაწილში 106 მლნ ლარი. ჯამურად ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ათვისებული იქნება 270.7 მლნ ლარი;
ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობის დაფინანსება იზრდება 20,5 მლნ ლარით და ჯამურად 74.5 მლნ ლარით განისაზღვრება;
საავტომობილო გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვის დაფინანსება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან შიდა გზებს, იზრდება 107 მლნ ლარით და ჯამურად ამ მიმართულებით 588.2 მლნ ლარი მიიმართება.