მერაბ ქვარაია: დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დამტკიცება სექტემბრის ბოლოს იგეგმება

1003

დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მთავრობა წელიწადნახევარია  მუშაობს და მისი დამტკიცება სექტემბრის ბოლოს იგეგმება, – ასე უპასუხა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტიკის რესურსცენტრს პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, ჯერ კიდევ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „დღეისთვის თვითმართველობებს, დიდ უფლებამოსილებებთან ერთად, სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტები აქვთ გადაცემული“.

საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მაუწყებელთა ალიანსის ჟურნალისტმა სტუმრებს პრემიერმინისტრის ეს განცხადება შეახსენა და მათი დამოკიდებულებაც მოისმინა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თვითმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტს, ასევე,  იმ პროცესს, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე დასრულდა და მალე  სასესიო განხილვის რეჟიმში გადავა.