ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა

783

წინა სტატია

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში აშენდა 3 კილომეტრიანი გზა და გზის სავალი ნაწილი მოეწყო ბეტონის საფარით, გარდა ამისა, გაკეთდა წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები.

როგორც მუნიციპალური განვთარების ფონდში აცხადებენ, შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება.

გზის მშენებლობა 2018 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.

https://www.facebook.com/mdf.org/videos/388957648694221/?v=388957648694221