პირველი ოქტომბრიდან “ახალციხის ციხეზე” სამუშაო საათები იცვლება. ციხის ზედა ნაწილში შესვლა 09:00-დან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ციხეზე სამუშაო საათების ცვლილება სეზონის დასრულებამ გამოიწვია.
“ყოველწლიურად, ოქტომბრის თვეში, ციხის სამუშაო საათები იცვლება, რადგან ტურისტული სეზონი მთავრდება და ვიზიტორთა რაოდენობა იკლებს“, – განმარტავს ახალციხის ციხის ტურიზმის განყოფილების უფროსი ლელა გიგოლაშვილი.
პირველ ოქტომბრამდე ახალციხის ციხე 09:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.