ქუთაისის მერია მაღალი გამავლობის ჯიპებს ყიდულობს

1320

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის მერია ავტოპარკის განახლებას გეგმავს, ქალაქის მერიისთვის მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილების შესყიდვის მიზნით 62 ათასი ლარის ღირებულების ელექტრონული NAT190017228 ტენდერი 30 აგვისტოს გამოაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს მეორადი, 2 (ორი) ერთეული მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილის შესყიდვა.

წინადადებების მიღება 7-დან 9 სექტემბრის ჩათვლით მოხდება.

მომწოდებელმა ჯიპების შეძენა ხელშეკრულების დადებიდან 20 დღეში უნდა უზრუნველყოს.

ამავდროულად მერია ძველ ავტომობილს სახელმწიფოს  უკან უბრუნებს. მერიის საკუთრებაში არსებული  „TOYOTA PRADO“; სარეგისტრაციო ნომრით: „WW077OW“, გამოშვების წელი: 2008; სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის  საკითხი ქალაქის საკრებულოს კომისიამ უკვა განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება საკრებულოს ჯერ არ მიუღია.