ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში რთულ საგზაო მონაკვეთებზე რკინა-ბეტონის გზების მოსაწყობად არმირებული, შედუღებული მავთულბადეები შეიძინა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფლებში მერის წარმომადგენელთა კოორდინაციით, სხვადასხვა მიმართულებით, მავთულბადეების ტრანსპორტირება მიმდინარეობს.
“რკინა-ბეტონის გზები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით მოეწყობა”, – აცხადებენ მერიაში.