დღეს, 16 სექტემბერს, თბილისის 10 და რეგიონების 9 საჯარო სკოლაში სწავლა ვერ დაიწყო

814

სტატიის გაგრძელება

დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლა ვერ დაიწყო. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, შეფერხების მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

სწავლა გადაიდო თბილისის 10 სკოლაში და რეგიონების 9 სკოლაში: თბილისის N130, N45,  N60, N149, N177, N191, N208 საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), გარდა ამისა,  ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის N150 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს).

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), გორის N4 საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს).