ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის, ქვემო ქვალონის N2 და საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობა დასრულდა.
ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა ადაპტირებული. პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 116 765 ლარს შეადგენს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.