აბაშის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს.
მათ შორისაა: საცხოვრებელი ბინების ფასადის რეკონსტრუქცია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 598 390 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „ჯი ემი. G-M”.
ასევე სოფელ ქოლობნისა და ტყვირის დამაკავშირებელ გზაზე კეთდება სტიქიის შედეგად დანგრეული საავტომობილო ხიდი. პროექტი მთავრობის მიერ, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი ფონდიდან 588 983 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „Construction Service”.
პლუს, გეზათისა და ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიები შენდება. სამუშაოებს შ.პ.ს. „ჯი ემი. G-M” ასრულებს. პროექტი 186 467 ლარით ფინანსდება.
აბაშის ცენტრში, თავისუფლების ქუჩაზე, სადაც გრძელდება ტროტუარების სამშენებლო სამუშაოები, პროექტით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის ორივე მხარეს 3 მეტრი სიგანის ტროტუარების მოწყობა, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება, როგორც ველობილიკი. ტროტუარების მოწყობის სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „თბ-კაპიტალი“, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 677 418 ლარით ფინანსდება.