თერჯოლის მუნიციპალიტეტში 24 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში სწავლა 16 სექტემბერს განახლდება. მიმდინარე წელს „მილენიუმის პროექტის ფარგლებში“ სრულიად რეაბილიტირდა ერთი სკოლა, ხოლო მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლაში განახლდა ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 512 ათასი ლარი დაიხარჯა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ სარემონტო სამუშოები ჩატარდა შემდეგ სკოლებში:
გოგნის საჯარო სკოლა (კარებების მოწყობისა და ოთახების რემონტი-30 818 ლარი);
ნაგარევის საჯარო სკოლა (ადაპტირებული საპირფარეშოს მოწყობა-11 019 ლარი);
ჩხარის საჯარო სკოლა (სახურავის მოწყობა-6 658 ლარი);
თუზის საჯარო სკოლის II კორპუსი, ვარდიგორა (სველი წერტილების მოწყობა-62 310 ლარი);
თუზის საჯარო სკოლის III კორპუსი, თავასა (კარებების მოწყობა და ოთახების რემონტი-29 806 ლარი);
თერჯოლის №1 საჯარო სკოლა (სპორტული დარბაზის მოწყობა-77 140 ლარი);
ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა (სკოლის ეზოს შემოღობვა-13 815 ლარი);
რუფოთის საჯარო სკოლა (მინი სპორტული მოედნის მოწყობა-61 892 ლარი);
ზედა საზანოს საჯარო სკოლა, I კორპუსი (ელ. გაყვანილობის მონტაჟი-48 503 ლარი);
ღვანკითის საჯარო სკოლა (სპორტული დარბაზის მოწყობა-29 095 ლარი);
კვახჭირის საჯარო სკოლა (სახურავის მოწყობა-27 234 ლარი);
ქვედა სიმონეთის საჯარო სკოლა (სკოლის ეზოს შემოღობვა-26 413ლარი);
ნახშირღელის საჯარო სკოლა (სველი წერტილების მოწყობა-59 841ლარი);
ჭოგნარის საჯარო სკოლა (კარებების შეცვლა-10 818ლარი);
ეწრის საჯარო სკოლა (კარებების მოწყობა და ოთახების რემონტი-17 534 ლარი).