ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის ჯერ არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა

558

წინა სტატია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში საკრებულოს შუალედური არჩევნები ოთხ საარჩევნო უბანზე, 27 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

ლაგოდეხის #15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ჯერ არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა.

მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატის დასახელების ვადა უკვე გაუვიდათ, პოლიტიკურ პარტიებს კი კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ არჩევნებამდე არაუგვიანეს 28 დღისა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ადგილი, პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, გია კობახიძის, ემიგრაციაში წასვლის შემდეგ გამონთავისუფლდა.