16 სექტემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში აღსაზრდელები ახალ საბავშვო ბაღში შეხვდებიან, – აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ლია კოვზიაშვილის განცხადებით, ამ დრომდე ბაღი ფუნქციონირებდა ნაქირავებ შენობაში, ამჯერად კი, ბაღის დატვირთვა ადმინსტრაციულ შენობას მიეცემა, რომელიც რამოდენიმე თვის წინ გარემონტდა.
“სოფელში ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და ფართი მოვარგეთ საბავშვო ბაღის სტანდარტებს. აქამდე თუ ბაღი ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებდა, ახლა უკვე გადავდივართ ახლადგარემონტებულ შენობაში”, – ამბობს ლია კოვზიაშვილი.