იმერეთში 200-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის 9 020 000 ლარი დაიხარჯება

545

იმერეთის რეგიონში სულ 200-მდე სკოლას უტარდება რეაბილიტაცია, სამუშაოებზე 9 020 000 ლარი დაიხარჯება.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხი მხარის რწმუნებულს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, მაქსიმუმი კეთდება სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის.

მიმდინარეობს სკოლებში შენობების გადახურვები და ფასადების მოწესრიგება. ასევე ეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები და მონტაჟდება გათბობის სისტემები.

ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.