საჩხერის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის შიდა და გარე ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა. საკლასო ოთახებში გამოიცვალა იატაკი და კარებები, სახურავზე დამონტაჟდა თოვლსამაგრები.
სამუშაო შ.პ.ს. ნიუბილდესმა შეასრულა. პროექტი სკოლების რეაბილიტაციის ფონდიდან დაფინანსდა.
ასევე, საჩხერის სოფელ ჯალაურთაში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.
პროექტის ფარგლებში შიდა და გარე ინტერიერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შენობაზე მოეწყო პანდუსი და გარეთა სველი წერტილები, განახლდა სასმელი წყლის სისტემა.
სამუშაოს ინდ/მეწარმე თამაზ კასრაძე ასრულებს, პროექტი რგფ-ის ამბულატორიების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.