ვანში 3 ახალი საბავშვო ბაღი ეწყობა

747

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა მიქელეფონისა და ძულუხის საჯარო სკოლების თავისუფალ ფართში საბავშვო ბაღების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. თითოეული საბავშვო ბაღი 30 – 30 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ასევე მოინახულეს N2 საბავშვო ბაღის განთავსების მიზნით ქალაქ ვანში ჭავჭავაძის N42-ში მდებარე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობის და მთისძირის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები. ვანის N2 საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელს, ხოლო მთისძირის 120 აღსაზრდელს მოემსახურება.
პროექტების ჯამური ღირებულება 541 950 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს ამხანაგობა „ჭერი“ და შპს „იმედი 2015“ ახორციელებს. რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.