ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ გამშვები პუნქტი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

626

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Res-ი ცხინვალის დეფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. საზღვარი ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით ჩაიკეტა, რომელიც ვითარების ნორმალიზების შემდეგ გაიხსნება.

უკანონო შეზღუდვებს წინ უძღოდა ერგნეთში გამართული შეხვედრა, რომელზეც სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები განიხილეს.

საქმე ეხება ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოს, რომლის მოწყობა დეფაქტო ხელისუფლებამ ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მახლობლად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების შემდეგ დაიწყო.

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.