ბორჯომის მერიამ აგვისტოში სოციალური პროგრამების ფარგლებში, 98 201 ლარის დაფინანსება გასცა

651

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ აგვისტოში სოციალური პროგრამების ფარგლებში, 98 201 ლარის დაფინანსება გასცა.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 348 ბენეფიციარს.

55 027 ლარი 90 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 73 ბენეფიციარი 12 506 ლარით დაფინანსდა.

მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს ასევე 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ.

ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.