აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

691
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

ფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 47.38% პროცენტი მოიპოვა, – ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ე.წ. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მეორე “კანდიდატმა“ ალხაზ კვიცინიამ ხმათა 46.19 პროცენტი მოიპოვა.

მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ალხაზ კვიწინია რაულ ხაჯიმბას გამარჯვებულად არ ცნობს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ის აცხადებს რომ მან, “ყველას წინააღმდეგ“ მიცემულ ხმებთან ერთად ხაჯიმბაზე მეტი მიიღო. ამჟამად კვიწინიას მომხრეები მის შტაბთან არიან შეკრებილები.

სოხუმის ცენტრში, ე.წ. საარჩევნო კომისიის შენობის წინ, “საპრეზიდენტო არჩევნების“ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი აფხაზეთის მილიციამ გაძლიერებული დაცვა ისევ დააყენა და შენობის წინ მოძრაობა გადაკეტეს. ადგილზე მილიციისა და სპეცრაზმის რამდენიმე ათეულ თანამშრომელია მობილიზებული.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების “მეორე ტური“ 8 სექტემბერს გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობა 65.98 პროცენტი იყო.