აბაშის სოფელ წყემში სკაუტთა ბანაკი გახსნეს

724

აბაშის მუნიციპალიტეტის წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში სკაუტთა ბანაკი “თავგადასავალი 2019“ გახსნეს.

როგორც აბაშის მერიაში აცხადებენ, ბანაკს 11-დან 25 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდების პირველი ნაკადი 4 სექტემბერს ესტუმრა.

“წყემში სკაუტთა ბანაკი “თავგადასავალი 2019“ მსოფლიო სკაუტთა მოძრაობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით ხორციელდება. ბანაკის პროგრამა 8 დღისგან შედგება და აქტივობები მოიცავს, როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილს. თითოეული მონაწილე დროს გაატარებს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, მათ ექნებათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა მიმართულებით როგორებიცაა: ლიდერობა, ჯგუფური მუშაობა, გარემოსდაცვითი აქტივობები, პიონერინგი, ორიენტირება, თვითგადარჩენა, ლაშქრობის დაგეგმვა და ა.შ”, – განმარტავენ აბაშის მერიაში.