აჭარის მთავრობა: ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარება იგეგმება

876

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობას ასრულებს, რომლის შემდეგაც ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

“ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ხეობაში სტუმრობისას ტურისტებს, გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაოებების დათვალიერებისა, საშუალება აქვთ ნატურალური ხილი, თაფლი და ადგილობრივი კერძები დააგემოვნონ. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნო, სადაც როგორც ფანდურების შეძენა, ისე მათი მომზადების მასტერკლასებზე დასწრებაა შესაძლებელი. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ხის ძველი მუშა წისქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი.

ამ ეტაპზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობას ასრულებს, რომლის შემდეგაც ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – განვითარება იგეგმება“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.