თელავის 16 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

438

თელავის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

როგორც თელავის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები 14 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებამდე დასრულდება და სასწავლო პროცესი ჩველებრივ 16 სექტემბერს განახლდება. მათივე ცნობით, შესაძლოა, რეაბილიტაცია ვერ დასრულდეს ლაფანყურისა და ყარაჯალის სკოლებში, თუმცა როგორც მერიაში განმარტავენ, აქ გარე სამუშაოებია ჩასატარებელი და შესაბამისად, სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სველი წერტილები და მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა. ასევე, მიმდინარეობს N4 საჯარო სკოლის შენობის სახურავის სრული რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 970 000 ლარს შეადგენს.