საკონცერტო აპარატურის შესაძენად აბაშის მერიამ 24 ათას ლარზე მეტი გამოყო

947

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა საკონცერტო აპარატურის შესყიდვაზე. დინამიკები, მაღალი სიხშირის მონიტორი, ხმის მართვის პულტი, დინამიური მიკროფონი, მიკროფონის სადგამი, ეს ის ტექნიკაა, რაც უნდა შეიძინონ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24 ათას 230 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

აპარატურას მერია კულტურის სახლს გადასცემს.

“გარეთ კონცერტების ჩასატარებლად არის ეს ყველაფერი საჭირო, შესაბამისი ხარისხი რომ მიიღონ ხმის, იმღერონ მომღერლებმა. დღეს უხარისხო აპარატურა აქვთ და დიდი ხანია ჩივიან ამის გამო, ჯობია სულ არ ჩავატაროთო კონცერტი, ამბობენ. ბაზრის კვლევით, ეს ერთ-ერთი ყველაზე იაფი თანხაა, რითაც შეიძლება აპარატურა იყიდო”, – უთხრა “ლაივპრესს” აბაშის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე კაჭარავამ.