მალე, გურჯაანში, რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყება. სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 941 595 ლარია.
გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრისთვის, ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე, ადგილი უკვე გამოყოფილია.
ტენდერზე წინადადებების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება.