ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარასა და ტოლაში შიდა სასოფლო გზებზე სანიაღვრე არხები მოეწყო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა და ღირებულება 34 769 ლარს შეადგენს;
ამბროლაურის მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხების მოწყობა და სოფლებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.