ამბროლაურის სოფელ სადმელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

316

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია  მიმდინარეობს.

ამბროლაურის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ინფრასტრუქტურული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდრე ქურციკიძესთან ერთად დაათვალიერა.

„გარდამავალი პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 3 კმ-დე მონაკვეთზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მ/წლის აპრილში დაიწყო და პირველი ეტაპის დასრულება ამავე წლის ივლისში იგეგმება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, მისი სრული ღირებულება 3 264 000 ლარს შეადგენს, პირველ ეტაპზე კი 900 000 ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,ორიენტირი” ასრულებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.