ქუთაისში მუნიციპალური ავტოპარკის პროექტირებისათვის 52 443 ლარი დაიხარჯება

729

ქუთაისში  სულხან-საბას გამზირზე, მუნიციპალური ავტობუსების „ავტოპარკი“-ს  მშენებლობა იგეგმება.  პროექტის შესყიდვის მიზნით მერიან  60 ათასი ლარის ღირებულების NAT190015849 ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ტენდერის მოთხოვნის თანახმად, ავტოპარკში სხვადასხვა სივრცეები უნდა მოეწყოს.  ცალ-ცალკე მოეწყობა  დიზელზე და ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილების სადგომები.  ადგილზე იქნება როგორც  ბენზინგასამართი, ასევე  ელექტროავტობუსების დასატენი მოწყობილებაც . მოეწყობა ავტოსამრეცხაოებიც, ასევე ტექნიკური დათვალიერების სივრცე და პროფილაქტიკური სამუშაოების განკუთვნილი ადგილი.

პროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული შენობა და სკვერი, ასევე პერსონალისათვის საჭირო ავტოსადგომი.

სატენდერო წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს “ეკა დიზანმა” დააფიქსირა, ამ დროისათვის ვაჭრობის სამი რაუნდი დასრულებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. წყალტუბოში რეგისტრირებული კომპანია სამუშაოებს 52`443.00 ლარის სანაცვლოდ შეასრულებს.

ქუთაისში მუნიციპალური მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა მომდევნო წელს იგეგმება.