პარლამენტი 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

1151

წინა სტატია

პარლამენტი 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. საუბარია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე. დღეს, 2 სექტემბერს კი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ორ პროექტზე იმსჯელებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ საორგანიზაციო კომისიის შექმნაც, რომელმაც საყოველთაო-სახალხო განხილვები უნდა წარმართოს. ორივე კომისიას სავარაუდოდ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.

სწორედ კომისიებთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები განიხილეს 1 სექტემბერს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით და ერთჯერადად  ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ინიციატივა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მას მხარს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია უჭერს. უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 5 აგვისტოს წარადგინა.