ხელვაჩაურის სოფელ კაპრეშუმში ეკომიგრამტებისთვის 39-ბინიანი სახლი შენდება

876

ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი. უკვე დასრულებულია შენობის საძირკველისა და სარდაფის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია.

სამუშაოები ორ ეტაპად უნდა წარიმართოს. პროექტისათვის 2019 წლის ბიუჯეტით 1 500 000 ლარია გათვალისწინებული. კომპანია “მშენებელმა’’სამუშაოების I ეტაპი 2020 წლის 10 იანვრამდე უნდა დაასრულოს.

სოციალური სახლისათვის გათვალისწინებული სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ/მ-ია. მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა ოროთახიანი (ფართობი – 55 კვ/მ), 25 ბინა – სამოთახიანი (75 კვ/მ), ხოლო 4 ბინა ოთხოთახიანი (95 კვ/მ) იქნება. ეს ხელვაჩაურში მე-4 სოციალური სახლი იქნება.