ხარაგაულის სოფელ საღანძილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სასოფლო გზის 1 200 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო.
გზის გასწვრივ საჭიროების ადგილებზე გაკეთდა სანიაღვრე არხები. მიმდინარეობს გვერდულების შევსება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 180 305 ლარით დაფინანსდა. ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს,