ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში, ბეკმისა და გვერდისუბნის დასახლებებში გზის მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოსწორება. ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული პროექტით 1500- ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და დამსვენებელი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს,“-აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.
მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, პროექტი ორწლიანია, მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში 960 555 ლარს ითვლის.