ჯავახეთში ორ ტბაზე ხელოვნური კუნძულების გაკეთება იგეგმება

1265

ნინოწმინდაში მადათაფას და ახალქალაქში კარწახში მდებარე ხოზაფინის ტბაზე ხელოვნური კუნძულები გაკეთდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

კარწახის და მადათაფის ტბებთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დაახლოებით, 67 000 ლარი დაიხარჯება. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორჯერვე ჩავარდა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მადატაფას ტბაზე უნდა გაკეთდეს ფოტოგრაფებისთვის სამალავი კაბინა, ტბაზე მოტივტივე დასასვენებლი პლატფორმა და ხელოვნური კუნძული.

კარწახის ტბაზე ფრინველებზე დასაკვირვებლად პლატფორმა და ხის მოტივტივე კუნძული გაკეთდება.

სააგენტო მესამედაც აპირებს ტენდერის გამოცხადებას. როგორც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი თამაზ მეტრეველი ამბობს, იმისათვის, რომ ხელოვნური კუნძულები გამძლე და დამთვალიერებლებისთვის უსაფრთხო იყოს, პროექტში ცვლილებებში შევა.

“კუნძულები გვინდა, ისეთი გაკეთდეს, რომ გამძლე იყოს. ამ ტბებზე დიდი ყინვებია ხოლმე და ამასაც უნდა გაუძლოს. ეს საქართველოში პირველად კეთდება და ცოტა დახვეწაა საჭირო“,–ამბობს თამაზ მეტრეველი.

ცნობისთვის, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს მიმდინარე წელს 3 363 ვიზიტორი ეწვია.