ხონის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში ჯამში 12 კილომეტრზე მეტი ასფალტის საფარის დაგება დასრულებულია.
მიმდინარე წელს 13 შიდა საუბნო და სასოფლო გზა კეთილმოეწყო. ჩამონათვალი ასეთია:
სოფელი დიდ კუხი- ქუთაისი-ხონი-სამტრედიის შიდა სახელმწიფოებრივი გზის მე-16 კმ, #7 და #9 ქუჩები (ძიძიგურების უბანი).
ქალაქი ხონი, იპოლიტე ხვიჩიას მეორე შესახვევი(პირველი უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზა); ნინოშვილის ქუჩა; გურამიშვილის ქუჩა ( გაგრძელების მოასფალტება); ბაგრატიონის ქუჩა( გაგრძელების მოასფალტება); მებუკის ქუჩა; სოლომონ მეორის ქუჩის # 1 და # 2 შესახვევები ( ასფალტო -ბეტონის გზის საფარის მოწყობა); ტიციან ტაბიძის ქუჩა; ნიკოლაძის ქუჩის რეაბილიტაცია; ფიროსმანის ქუჩის მოასფალტება;
სოფელი დიდი კუხი,გორდაძეების უბანი , # 1 ქუჩის მოასფალტება (წყალტუბო- ხონის შიდასახელმწიფოებრივი გზის მიმდებარედ); სოფელი ნახახულევი, უგულავეების უბანი.
სოფელი ივანდიდი, ივანდიდი – კუხის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და კომპანიებმა შპს “ჯ და ჯ” და სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისმა” შეასრულეს.