ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობით დაინტერესდა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უწყებაში დაბარებული იყო ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომელი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე კომენტარს არ აკეთებენ.
ბაღებშის ააიპ ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიება უწყება არის მათი საქმიანობით დაინტერსებული. თუმცა, ააიპის დირექტორი დავით წიტაიშვილი ირწმუნება, რომ შესაბამისი უწყება არა ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობით, არამედ ერთ-ერთ ყოფილ მიმწოდებელ კომპანიასთან თანამშრომლობის პერიოდს იკვლევს.
მათივე თქმით, ამასთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა ორგანიზაციის იურისტიც.
რამაზ იობიძე განმარტავს, რომ საგამოძოები სამსახური ააიპის მუშაობის იმ წლებით დაინტერესდა, როცა ორგანზიაცია ინდმეწარმე “შალვა ლეონიძესთან” თანამშრომლობდა.
“ეს იყო ცუდი მომწოდებული ამიტომაც გავწყვიტეთ ხელშეკრულება.რის შედეგადაც, დავა სასამართლოში გაგრძელდა, ჩვენ სასამართლოს ორი ინსტანცია მოვუგეთ და თანხის გადახდაც დაეკისრა. სწორედ, ამ პერიოდზე ჰქონდათ საგამოძიებო უწყებაში კითხვები”,- განმარტავს ბაღების გაერთიანების იურისტრი რამაზ იობიძე.
2017 წელს ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებას ტენდერში გამარჯვებულ ინდმერწამე “შალვა ლეონიძეს” ხელშეკრულება გაუწყვიტა.
ინდ.მეწარმე “შალვა ლეონიძესთან”, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით შეფერხებით ამარაგებდა ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 5 000 ლარამდე თანხით, 2017 წლის 10 ოქტომბერს, დააჯარიმა, შემდეგ კი ხელშეკრულება 25 ოქტომბერს შეწყვიტა.
ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი გაერთიანების მხრიდან საკვები პროდუექტების შეფერხებით მიწდება იყო.