„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ხვალ წარადგენს

1075

პარტია „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს ხვალ, 1 ივლისს წარადგენს.

იქამდე, 12:00 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მერობის კანდიდატს თავად პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იქნება.

წყარო: ინტერპრესნიუსი