ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტი და ბათუმი იყოს წარმატებული, ვინაიდან ძლიერი თვითმმართველობა და ძლიერი მუნიციპალიტეტები არის ძლიერი ეკონომიკისა და ძლიერი ქვეყნის წინაპირობა, – ასე შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერიის ბოლო ორი წლის საქმიანობა მუნიციპალიტეტის საქმიანობის შედეგების პრეზენტაციაზე, რომელიც დღეს გაიმართა.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტი და ბათუმი იყოს წარმატებული, ვინაიდან ძლიერი თვითმმართველობა და ძლიერი მუნიციპალიტეტები არის ძლიერი ეკონომიკისა და ძლიერი ქვეყნის წინაპირობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანაქალაქელებს ჰქონდეთ წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე და ყველა ის პრობლემა, რომელიც არის სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა დასახლებაში სწრაფად იქნას იდენტიფიცირებული. შემდეგ კი სწრაფად შემუშავდეს პრიორიტეტები, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო და ყველა საკითხი საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით, ბათუმი პირველ ადგილზე გავიდა და საუკეთესო ქალაქად დასახელდა.