ბორჯომის მერია 397 მოქალაქეს 106 210 ლარით დაეხმარა

902

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივლისის თვეში 106 210 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 397 ბენეფიციარს.

ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მერიაში აცხადებენ, რომ 61 338 ლარი 112 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 91 ბენეფიციარი 14 608 ლარით დაფინანსდა.

მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ.

“ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს”, – აცხადებენ ბორჯომის მერიაში.