სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე კობა ქანთარია ადასტურებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მისი სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება ახალ გამოწვევებს უკავშირდება. როგორც კობა ქანთარიამ გამოცემა “ლაივპრესთან“ საუბარში აღნიშნა, საჭიროა ახალი ენერგია.
“არანაირი სხვა საფუძველი ამას არ ჰქონდა. მე ექვსი წელია ვემსახურები რეგიონს. მათ შორის ოთხ წელზე მეტი პირველი მოადგილის პოზიციაზე ვიყავი და ახალი სახელმწიფო რწმუნებულის პირობებშიც ვიმუშავე. მიმაჩნია, რომ ცვლილებები საჭირო და დროულია, ალბათ.
მაქვს კონსულტაციები და ჯერჯერობით არ არის გარკვეული სად გავაგრძელებ მუშაობას, კერძო სექტორში თუ სახელმწიფო სექტორში“, – განაცხადა კობა ქანთარიამ.
აღნიშნულ საკადრო ცვლილებებზე droa.ge ჯერ კიდევ გუშინ წერდა. თუმცა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს არც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურში და არც თავად რწმუნებულის აპარატში. დღეს კი გუშინდელი უარყოფის მიუხედავად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ორმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ირაკლი ჯიქიამ თანამდებობები დატოვეს. პირველი მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ჯიქია დღესვე დავით ფარცვანიამ შეცვალა.
droa.ge-ს ინფორმაციით, თანამდებობა, შესაძლოა, სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამაც დატოვოს.