წულაია: ქუთაისის მერიამ 6 თვეში სარესტორნო ხარჯებზე 87 112 ლარი დახარჯა – მოვუწოდებ მერს, ხანდახან ოჯახშიც ჭამე საჭმელი

1645

პარტია “თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, ქუთაისის მერიამ წელს სარესტორნო მომსახურებისთვის 87 112 ლარი დახარჯა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯები არის ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი.

წულაია მოუწოდებს მთავრობას, დაანონსებული “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა რეალურად ამოქმედდეს.

“წელს, ექვსი თვის მონაცემებით, მერიამ სარესტორნო ხარჯებზე 87 112 ლარი დახარჯა. მოვუწოდებ მერს, ხანდახან ოჯახშიც ჭამე საჭმელი და დაზოგე ბიუჯეტის თანხა. ასევე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, კეთილი ინებეთ და დაანონსებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დაიწყეთ და წარმომადგენლობითი ხარჯები შეამცირეთ, თორემ ლარის გაუფასურებას არ შეაჩერებს არაფერი და ეს იქნება ქვეყნის დასასრული . თანხები დახარჯულია ფორუმებზე და ღონისძიებებზე და რეალურად საქმე არ კეთდება”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

მერიაში აცხადებენ, რომ წულაიას ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.