ქალაქ ქუთაისში გუგუნავას ქუჩის 2 კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის, ბორდიურების, ტროტუარებისა და გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.
“სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შეფერხება მხოლოდ უამინდობის პირობებში ხდება. პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
ს. გუგუნავას ქუჩა ქუთისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და რეაბილიტაციის შემდეგ, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით შეეძლებათ”, – ამბობენ გზების დეპარტამენტში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 138 874 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწო და სექტემბერში დასრულდება.