“გურჯაანი და თელავი შევარიგეთ” – სალომე ზურაბიშვილი

1413

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გურჯაანის და თელავის მერებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: გურჯაანი და თელავი შევარიგეთ.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ორი მუნიციპალიტეტი ერთმანეთს ათწლეულებია, ეპაექრება. მათი პაექრობის მიზეზი კი ისაა, თუ რომელია კახეთის გული – გურჯაანი თუ თელავი.

პრეზიდენტის ფოტოს სოცქსელში სახალისო გამოხმაურებები მოჰყვა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს კახეთში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრებსა და სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრო.

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/photos/a.213253485358836/4301719186512225/?type=3