ნავენახევის მღვიმე ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა

914

დღეიდან, 24 ივლისიდან, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე არსებული “ნავენახევის მღვიმე” ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, შეფერხების მიზეზად გადაუდებელი ტექნიკური და კვლევითი სამუშაოები სახელდება.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით, ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა. განახლებული მღვიმე გასული წლის 26 ნოემბერს გახსნეს.

შეგახსენებთ, რომ დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო საათები გახანგრძლივდა.