ცნობილია, თბილისის რომელ ქუჩებს დაერქმევა მსახიობებისა და რეჟისორების სახელები

1790

წინა სტატია

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს საკრებულოს სხდომაზე გივი ბერიკაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ბელა მირიანაშვილის, ლეილა აბაშიძის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, იაკობ ტრიპოლსკის, ვახტანგ ტაბლიაშვილის და ლევან შათირიშვილის სახელები მიენიჭება.

საკრებულოს სხდომაზე წარდგენილი პროექტის მიხედვით, მთაწმინდის რაიონში ვასილ ბარნოვის II და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხი გივი ბერიკაშვილის სახელობის იქნება. ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთს კი მსახიობ ბელა მირიანაშვილის სახელი მიენიჭება. ასევე, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის შესახვევს, ლამის II ჩიხის და ასპინძის ქუჩის შესახვევის მონაკვეთს მსახიობ დოდო ჭიჭინაძის სახელს დაარქმევენ. ისნის რაიონში, წერნაქის ქუჩის მონაკვეთი მსახიობ ლეილა აბაშიძის სახელობის გახდება. ხოლო ისნის რაიონში მდებარე მახათას ქუჩის შესახვევს მსახიობ ლიანა ასათიანის ქუჩის სახელი მიენიჭება. გარდა ამისა, ისნის რაიონში, მახათას ქუჩას მსახიობ მარინე თბილელის სახელი ეწოდება. რაც შეეხება ვაკის რაიონს, უნივერსიტეტის ქუჩის მონაკვეთსა და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას რეჟისორ გიორგი დანელიას სახელი მიენიჭება.

ასევე, საკრებულო მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხისთვისა და შესახვევისთვის მსახიობ მედეა ჯაფარიძის ქუჩის სახელის მინიჭების, ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის სახელის, ხოლო საბურთალოს რაიონში სერგო ზაქარიაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მსახიობ იაკობ ტრიპოლსკის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელებს.

როგორც საკრებულოს დღის წესრიგშია აღნიშნული, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტულ მოედანს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლევან შათირიშვილის სახელი მიენიჭება.