თბილისის 10 ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები დაერქმევა

1054

ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ახალი ინიციატივით გამოდის – დედაქალაქის 10 ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები დაერქმევა. ამის შესახებ საკრებულოს მიერ გამართულ სპეციალურ მიღებაზე გახდა ცნობილი. მიღებას ქართული კინოს მსახიობები, რეჟისორები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები,  დედაქალაქის მერი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილმა თქმით, საკრებულოს ინიციატივით, თბილისის ქუჩებს ბელა მირიანაშვილის,  დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის,  ლიანა ასათიანის,  მარინე თბილელის,  გიორგი დანელიას,  მედეა ჯაფარიძის,  ვახტანგ ტაბლიაშვილის, გივი ბერიკაშვილისა და იაკობ ტრიპოლსკის  სახელები მიენიჭებათ. როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ის ადამიანები, რომლებმაც ქართული კინო განუმეორებელ მოვლენად აქციეს, ნამდვილად იმსახურებენ, რომ დედაქალაქში  მათი სახელობის ქუჩები არსებობდეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებისთვის ქართველი კინომსახიობების დარეჟისორების სახელების მინიჭება მომავალშიც გაგრძელდება.