ბათუმში, თამარის დასახლებასა და ბარცხანაში, წყალარინების ორი სატუმბი სადგური აშენდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, სატუმბი სადგურები 5 000-მდე აბონენტს ემსახურება.
“სადგურების მეშვეობით აღნიშნული დასახლებების წყალარინების მასა იკრიბება და “ბ“ კოლექტორის გავლით ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაში გადაიტუმბება. მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდის შემდეგ წყალარინების მასა ზღვაში 1 100 მეტრის მანძილზე, 40 მეტრ სიღრმეში იღვრება.
ბარცხანისა და თამარის დასახლების წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობის ღირებულება 1 200 ათასამდე ევროს შეადგენს.